ვერც ბაიდენის ადმინისტრაცია, და ვერც ჰარისის ადმინისტრაცია, თუკი ასეთი იქნება, რუსეთის დამარცხებას ვერ [შე]ეგუებიან, – განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ბრიტანეთის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის – Chatham House-ის ევროპისა და რუსეთ-ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, ჯეიმს ნიქსმა.
მისი შეფასებით, უკრაინის ინტერესები შესაძლოა, გაიწიროს.
„სიმართლე – მახინჯი, ბინძური, არასასიამოვნო სიმართლე – არის ის, რომ უკრაინა – უკრაინის ინტერესები – შეიძლება გაიწიროს, თუ მოხერხდება რაღაც ძველებური მსოფლიო წესრიგის მსგავსის დაბრუნება/შენარჩუნება. მე არ ვამბობ, რომ უკრაინის მსხვერპლად შეწირვა სურთ, რომ ამაზე აქტიურად მუშაობენ – არა, სატანები კი არ არიან, უბრალოდ არც ანგელოზები არიან,“ – აცხადებს ჯეიმს ნიქსი.