ნეთანიაჰუ გაეროში ირანს დარტყმით დაემუქრა

თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს, ისრაელის შეიარაღებული ძალები უპასუხებენ. ისრაელის სამხედროები ყველგან მიაღწევენ, – ამის შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ ისრაელში შეიჭრა, მისი ქვეყანა კვლავ იბრძვის იმ ომში, რომელიც ირანმა დაიწყო.

„მე მაქვს მესიჯი ტირანებისთვის: ირანში არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის „გრძელი ხელი“ ვერ მისწვდება და ეს ეხება მთელ ახლო აღმოსავლეთს“, – დასძინა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ირანის აგრესიამ თითოეულ ქვეყანას და მთელ მსოფლიოს შეუქმნა საფრთხე.

„ირანი ცდილობს, გაავრცელოს რადიკალიზმი ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ და ემუქრება მთელ მსოფლიოს“, – აღნიშნა მან.