აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში უკრაინაში ომი მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მას შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან და რომ თუ ის პრეზიდენტად აირჩევა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი სწრაფად დასრულდება.
„ახლახან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა უკრაინის პრეზიდენტთან. თუ მე ამირჩევენ პრეზიდენტად, ომი სწრაფად დასრულდება. თუ არა, მაშინ ეს ომი არასოდეს დასრულდება და გადავა მესამე მსოფლიო ომის ფაზაში. ამხანაგი ჰარისი ვერასდროს შეძლებს ამ ომის დასრულებას. არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ სიკვდილი და განადგურება მხოლოდ გაიზრდება!“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.