პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ მისი ლიდერი ლიბანში ფათეჰ შერიფ აბუ ელ-ამინი ქვეყნის სამხრეთით ისრაელის ავიაიერიშს ემსხვერპლა.
დაჯგუფების თქმით, იერიშის შედეგად მისი ოჯახის წევრებიც დაიღუპნენ.
„ფათეჰ შერიფ აბუ ელ-ამინი, „ჰამასის“ ლიდერი ლიბანში და მოძრაობის ხელმძღვანელობის წევრი საზღვარგარეთ, ალ-ბასის ბანაკში, სამხრეთ ლიბანში მის სახლზე დარტყმის შედეგად მოკლეს“, – ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.
ლიბანური მედიის ცნობით, ავიადარტყმა ლიბანის სამხრეთ ქალაქ ტირესთან მოხდა.