“ივანიშვილი რამდენიმე წლის წინ ღვინის ქვეყანაში მარიხუანის პლანტაციების კანონის გატანას აიძულებდა საქართველოს” – რატომ არის ეს ხაზარაძის სალაპარაკო?

ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე და სამი თუ ოთხი წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა, – ამის შესახებ კოალიციის „ძლიერი საქართველო“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, 29 სექტემბერს, რუსთავში შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი შვილების თაობა „ნარკომანიამ წალეკა“

„ბიძინა ივანიშვილი იცით ვინ არის? – რამდენიმე წლის წინ ღვინის ქვეყანაში მარიხუანის პლანტაციების კანონის გატანას აიძულებდა საქართველოს, აი, ეს არის ეს კაცი. ნარკომანიამ წალეკა ჩვენი შვილების თაობა და საერთოდ, საქართველო წალეკა და როდის ხდება ეს, როცა ერი გამოცოცხლდება ხოლმე. 90-იანები გაიხსენეთ, რამდენი ახალგაზრდა დავკარგეთ, როცა დამოუკიდებლობის ბრძოლის ჟინით გამოვიდა მთელი ერი ქუჩაში, რა ხდებოდა მაშინ? – შემოიყარა ნარკოტიკული საშუალებები.

ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე და სამი თუ ოთხი წლის წინ და აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა და კიდევ კარგი უწმინდესის და ეკლესიის ჩარევით გეგმა ჩაიშალა“, – განაცხადა ხაზარაძემ, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

რაშიც მართალია მევახშე ხაზარაძე, თავისი მევახშეობის და სხვა ცოდვების მიუხედავად, მართალია! “პლანის” პლანტაციების კანონპროექტი მართლაც ბ. ივანაშვილისა და მისი შვილის, ბერასგან მომდინარეობდა, ეს ყველამ იცის.

საინტერესოა, რატომ არავინ ამახვილებს ამ საკითხზე ყურადღებას ე. წ. კონსერვატული ოპოზიციური ფლანგიდან?! რატომ არის ეს ხაზარაძის სალაპარაკო?!

აქვე შეგახსენებთ ე. წ. ბერას ე. წ. სიმღერას, “დასტკბით”: