ნიკა გვარამია: ბიძინა ივანიშვილი ტერორისტია

ბიძინა ივანიშვილი ტერორისტია, პირდაპირ ვამბობ, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ახლო წარსულის ტრავმები უკავშირდება ომს, შესაბამისად, მოსახლეობისთვის ომის შეხსენება ტერორია.

„არ შეიძლება საკუთარი მოსახლეობა წლების განმავლობაში გყავდეს გაუჩერებელი ტერორის ქვეშ და ყოველ დღე ახსენებდე სიკვდილს, ომს და უბედურებას. მით უმეტეს, ქვეყანა, რომლის ახლო წარსულის ტრავმები უკავშირდება ომს. მეტი კი არაფერს ჰქვია ტერორი. ხალხის დახოცვა კი არ არის, ტერორი არის ხალხის შიშში ყოფნა და ამისი ინსპირაცია. 27 სექტემბერს, ძალიან ტრაგიკულ დღეს რომ იღვიძებს ქართველი და მით უმეტეს დევნილი და ხედავს სიკვდილის ფოტოებს ბილბორდებზე და ამას ბავშვებიც უყურებენ – ამას ჰქვია ტერორი“, – განაცხადა გვარამიამ.