რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეიარაღებულ ძალებში საშემოდგომო გაწვევის ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
გაწვევა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყება და დეკემბერში დასრულდება. საერთო ჯამში 133 ათასი ადამიანის გაწვევა იგეგმება.
„2024 წლის 1 ოქტომბრიდან 31 წლის 31 დეკემბრამდე რუსეთის შეიარაღებულ ძალებში რუსეთის მოქალაქეების გაწვევა დაიწყოს, რომელთა ასაკი 18-30 წელს შეადგენს, თუ ისინი რეზერვში არ არიან და გაწვევას ექვემდებარებიან. გაწვეულ პირთა რაოდენობამ 130 ათასი უნდა შეადგინოს“, – წერია ბრძანებულებაში.
ჯარში გაწვევა რუსეთში 12 თვით ხდება. როგორც რუსეთის გენერალური შტაბი იუწყება, ჯარში გაწვეული პირები სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში “ მონაწილეობას არ მიიღებენ. შარშან შემოდგომაზე რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 130 000 ადამიანი გაიწვიეს.
2024 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვით რუსეთის ჯარში გაწვევის მაქსიმალური ასაკი 30 წლადმე გაზარდეს.