რუსულ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში, – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმ
რუსულ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში, – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილში, რომელიც მან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტს“, ასლან ბჟანიას ე.ს. „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღესთან დაკავშირებით გაუგზავნა.
„რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხისთვის აქტიური დახმარების გაწევას სახელმწიფოებრივი განვითარების პრობლემების გადაჭრაში. გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია მილოცვაში.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება დღეს „გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავს.
რ პუტინის მისალოც წერილში, რომელიც მან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტს“, ასლან ბჟანიას ე.ს. „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღესთან დაკავშირებით გაუგზავნა.