პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ლავროვი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც რუსეთის ინტერესებშია, საქართველომ კი თავისი ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.
მისი თქმით, ლავროვი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც რუსეთის ინტერესებშია.
„რასაკვირველია, ლავროვი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც რუსეთის ინტერესებშია. ჩვენ ჩვენი ინტერესებით უნდა გავაკეთოთ, ვიმუშაოთ ისევ, მაგრამ ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ეს განცხადება პრაგმატულ, ცივსისხლიან მსოფლიოში არის მიუღებელი. ჩვენ უნდა ჩავყვეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ გაცილებით უფრო დაკვირვებულები, გაცილებით უფრო პრაგმატულები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია მშვიდობიანი მოგვარება, შესაძლებელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს არის რეალობა“, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.