ისრაელმა ლიბანის საზღვართან მცირე მასშტაბის ოპერაციების შესახებ გვაცნობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მათ რამდენიმე ოპერაციის შესახებ გვაცნობეს. ამ დროისთვის, მათ გვითხრეს, რომ ესენი მცირე მასშტაბის ოპერაციებია, რომლებიც საზღვართან ახლოს მდებარე „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაა მიმართული, მაგრამ ამ საკითხზე მუდმივ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
მისივე თქმით, ისრაელს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს.
„ჩვენ ამ ოპერაციების შესახებ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ ოპერაციების დროის, მიზნებისა და ტემპის შესახებ მათ უნდა ისაუბრონ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.