აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ისრაელის კოლეგას იოავ გალანტს ესაუბრა ლიბანში IDF სახმელეთო ოპერაციის დაწყების ფონზე.
პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელის თავდაცვის უფლებას.
„ჩვენ შევთანხმდით საზღვრის გასწვრივ თავდასხმის ინფრასტრუქტურის დემონტაჟის აუცილებლობაზე, რათა უზრუნველვყოთ, რომ ლიბანურმა „ჰეზბოლამ“ვერ განახორციელოს 7 ოქტომბრის ტიპის თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთ თემებზე“, – წერს ოსტინი X-ში.
მან ასევე დაადასტურა, რომ საჭიროა დიპლომატიური გადაწყვეტა, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში საზღვრის ორივე მხარეს.
გარდა ამისა, ოსტინმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ყველა შესაძლებლობა, დაიცვას ამერიკელი პერსონალი, პარტნიორები და მოკავშირეები ირანისა და მისი მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაციების საფრთხის წინაშე და გადაწყვეტილი აქვს აღკვეთოს ნებისმიერ მხარეს დაძაბულობის გამოყენება ან კონფლიქტის ესკალაცია.
ასევე, პენტაგონის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სერიოზულ შედეგებს ირანისთვის, თუ ქვეყანა გადაწყვეტს პირდაპირ სამხედრო თავდასხმას განახორციელოს ისრაელზე.
შეგახსენებთ, ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წერტილოვანი და შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.