აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ისრაელელ კოლეგას იოავ გალანტს ესაუბრა, – ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
„მინისტრმა ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას თავი ირანის, ლიბანის ჰეზბოლას, ჰამასის, ჰუსიტებისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან. ისინი შეთანხმდნენ საზღვრის გასწვრივ თავდასხმის ინფრასტრუქტურის დემონტაჟის აუცილებლობაზე, რათა უზრუნველყონ, რომ ლიბანურმა ჰეზბოლამ ვერ განახორციელოს 7 ოქტომბრის ტიპის თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთ თემებზე“, – აღნიშნულია პენტაგონის ინფორმაციაში.
ამასთან, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეებმა განიხილეს სამხედრო ოპერაციებიდან დიპლომატიურ გზაზე გადასვლის მნიშვნელობა, რათა რაც შეიძლება მალე იქნას უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და სტაბილურობა.
„მინისტრმა ოსტინმა და მინისტრმა გალანტმა განიხილეს სერიოზული შედეგები ირანისთვის იმ შემთხვევაში, თუ ირანი აირჩევს პირდაპირ სამხედრო თავდასხმის დაწყებას ისრაელის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში