„უკრაინა მთავარი პრიორიტეტია“ – ნატოს ახალი გენერალური მდივანი

ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მისი პრიორიტეტების სიის სათავეშია. ამის შესახებ ალიანსის ახალმა ხელმძღვანელმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში უფლებამოსილების გადაცემის შემდეგ განაცხადა.

ნიდერლანდების პრემიერი

რუტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეინარჩუნებს მისი წინამორბედის იენს სტოლტენბერგის პრიორიტეტებს.

„უკრაინა უნდა გადარჩეს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო“, – აღნიშნა რუტემ.

რუტემ აღნიშნა, რომ ნატომ უფრო მეტი უნდა დახარჯოს თავდაცვაზე და გააძლიეროს კოლექტიური თავდაცვა.

„ერთი რამ ნამდვილად არ შეიცვლება. ეს არის ნატოს მთავარი მისია: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი სახელმწიფოები და, რა თქმა უნდა, ჩვენი ღირებულებები”, – განაცხადა რუტემ.

შეგახსენებთ, მარკ რუტემ 1-ელ ოქტომბერს ალიანსის ხელმძღვანელის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.