ჩვენ გავაგზავნით მიგრანტებს ბრიუსელის Grand-Place-ზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„თუ ბრიუსელი დაჟინებით განაგრძობს ჩვენი დასჯის გადაწყვეტილებას, ის მიიღებს იმას, რაც სურს: მიგრანტებს, რომლებიც უნგრეთის ჭიშკარზე აკაკუნებენ, ბრიუსელის მთავარ მოედანზე წავიყვანთ“, – აღნიშნა ორბანმა მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რომელმაც ბუდაპეშტი ევროკავშირის თავშესაფრის წესების დარღვევისთვის 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
მისი თქმით, თავისუფალი მოგზაურობის ეპოქა დასასრულს უახლოვდება, რაშიც მან იგულისხმა გერმანიის გადაწყვეტილება ქვეყნის საზღვრებზე დროებით კონტროლის შემოღებასთან დაკავშირებით და ასევე საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრის მიშელ ბარნიეს პოზიცია საფრანგეთის სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებაზე.
ორბანის მტკიცებით, „ყველაფერი რაც მათ უნდა გაეკეთებინათ“ ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად იყო მიებაძათ უნგრეთის მაგალითისთვის მიგრანტების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით. უნგრეთის პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბუდაპეშტის პოლიტიკა სწორი აღმოჩნდა, ის მაინც ისჯება “ევროპის საზღვრების დაცვისთვის”.