დასავლური პრესა აღიარებს: რუსეთის არმიამ უგლედარის ცენტრი დაიკავა

სანამ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებში თავის “გამარჯვების გეგმას” წარადგენდა, მისი ჯარების მდგომარეობა აღმოსავლეთ უკრაინაში გაუარესდა. უკრაინის პატარა ქალაქი ვუჰლედარი (იგივე  უგლედარი – ნიუსფრონტი) 2022 წლიდან არის ფრონტის ხაზზე. სამხედრო დამკვირვებლები რუსეთის არმიის მიერ ამ ქალაქის გარდაუვალ დაპყრობას ვარაუდობენ.

რუსეთის ჯარები შევიდნენ აღმოსავლეთ უკრაინის სამთო ქალაქ ვულედარში. „ბრძოლა ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, იქ ჰუმანიტარული დახმარების მიტანა თითქმის აღარ არის შესაძლებელი“, – განაცხადა დონეცკის რეგიონის გუბერნატორმა (უკრაინის მხრიდან – ნიუსფრონტი) ვადიმ ფილაშკინმა უკრაინულ საინფორმაციო არხს.

რუსული შენაერთები პრაქტიკულად ქალაქის ცენტრში შევიდნენ. ქალაქში ომამდე თითქმის 15000 ადამიანი ცხოვრობდა, მათგან ახლა ადგილზე 107-ია დარჩენილი. ყველა ბავშვი და მოზარდი დროულად იქნა ევაკუირებული.

წყარო: welt.de

შენიშვნა: უგლედარის სრული აღების შემდეგ, რუსეთის არმიას ზაპოროჟიე-დნეპრის მიმართულებით დიდი შეტევის განვითარების საშუალება ეძლევა.