ირანმა ისრაელს 1-ელ ოქტომბერს საღამოს 180 ბალისტიკური რაკეტა ესროლა. მათი უმეტესობა ისრაელის ძალებმა ჩამოაგდეს. დაიღუპა 1 და დაიჭრა 2 ადამიანი. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ისრაელის შეიარაღებულ ძალების ცნობით, ირანი ათასობით ისრაელელის მოკვლას ცდილობდა.
დაღუპული მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდა. თელ-ავივში კი ორი ადამიანი რაკეტების ნამსხვრევებით დაიჭრა.
თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ცნობით, მათ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე გაშვებული რაკეტების 90% მიზანს მოხვდა. თეირანის ცნობით, მათ ავიაბაზები, რადიოსალოკაციო სადგურები,. ასევე უშიშროების სამსახურის პუნქტები გაანადგურეს, რომლებიც „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსნების მოკვლას აპირებდნენ. ირანის ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო იერიში იყო „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას და „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობებზე პასუხი.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი ისრაელის აგრესიაზე და რომ მისი მზიანი რეგიონის მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“.
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი ისრაელს დაემუქრა, რომ თუ ისრაელი ირანს პასუხს გასცემს, მომდევნო დარტყმები ათასობით უფრო ძლიერი იქნება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის გეგმა ისრაელის მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის დახმარებით ჩაშლილი იყო, ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ირანმა, რომელიც ისრაელს თავს დაესხა, „დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის პასუხს აგებს“.