კოპენჰაგენში ისრაელის საელჩოსთან ორი აფეთქება მოხდა

დანიის დედაქალაქში ისრაელის საელჩოსთან ორი აფეთქება მოხდა.

აფეთქება ისრაელის საელჩოსთან

ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა 1-ელ ოქტომბერს ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა – ისრაელის სამხედროები ამბობენ, რომ დაახლოებით 180 რაკეტა იქნა გასროლილი, რომელთა უმეტესობა ჩამოაგდეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდასხმას „დიდი შეცდომა“ უწოდა და პირობა დადო, რომ „ირანი საფასურს გადაიხდის.“

ისრაელის საელჩო კოპენჰაგენში მდებარეობს რამდენიმე სხვა ქვეყნის საელჩოებისა და საკონსულოების გვერდით. ამავე კვარტალში არის რუმინეთისა და ტაილანდის, ასევე ირანისა და თურქეთის საელჩოები.