იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან საფადი ისრაელს და ირანს აფრთხილებს, რომ იორდანია დაიცავს თავს ყოველგვარი საფრთხისგან და არ იქნება რომელიმე ქვეყნის საბრძოლო ველი.
„იორდანია არ იქნება რომელიმე ქვეყნის საბრძოლო ველი. ქვეყანა დაიცავს თავს, თავის სტაბილურობას და მოქალაქეების უსაფრთხოებას ნებისმიერი საფრთხისგან. იორდანიამ ნათლად აცნობა ირანს და ისრაელს ამ პოზიციის შესახებ“, – აღნიშნა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ბრიტანელ კოლეგასთან დევიდ ლამთან სატელეფონო საუბრისას.