ცენტრალურ ისრაელზე დრონებით შეტევა განხორციელდა

ებრაული ახალი წლის, როშ ჰაშანას ღამეს ისრაელის ცენტრალური ნაწილი უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე გახდა. როგორც The Times of Israel წერს, დრონების შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა აიღეს.

როგორც ჰუსიტების განცხადებაშია აღნიშნული, თელ-ავივში რამდენიმე დრონის გამოყენებით „წარმატებული დარტყმები განახორციელეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამიზნეებზე“.

ხოლო ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უპილოტო საფრენი აპარატები ცენტრალური ისრაელის სანაპიროსთან, ზღვაში ჩამოაგდეს.