ავიაკომპანიებმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ფრენები შეაჩერეს. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, თელ-ავივში ფრენებს თვის ბოლომდე აჩერებს British Airways-ი.
გარდა British Airways-ისა, თეირანსა და თელ-ავივში ფრენები შეაჩერა გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მაც.
ჰოლანდიურმა ავიაკომპანია KLM-მა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები წლის ბოლომდე შეაჩერა.
ისრაელის მიმართულებით ფრენები შეაჩერა ასევე რამდენიმე კომპანიამ: Air India, Cathay Pacific, Delta, United, EasyJet, Ryanair და Wizz Air-მა.
ლიბანის ავიახაზები არის ერთ-ერთი, რომელიც კვლავ სთავაზობს მგზავრებს ფრენებს ბეირუთის მიმართულებით.
შეგახსენებთ, ირანმა ისრაელს 1-ელ ოქტომბერს საღამოს 180 ბალისტიკური რაკეტა ესროლა. მათი უმეტესობა ისრაელის ძალებმა ჩამოაგდეს. დაიღუპა 1 და დაიჭრა 2 ადამიანი.
ისრაელის შეიარაღებულ ძალების ცნობით, ირანი ათასობით ისრაელელის მოკვლას ცდილობდა.
დაღუპული მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდა. თელ-ავივში კი ორი ადამიანი რაკეტების ნამსხვრევებით დაიჭრა.