“დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს”- რა ინფორმაცია ავრცელებს და რას აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი 

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი - დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს

ნარიშკინის თქმით, ეუთო/ოდირმა “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით” მოამზადა “შუალედური დასკვნა, რომელშიც არსებობს თეზისი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში სამართლიანი და ღია არჩევნებისთვის პირობები არ არსებობს”. ნარიშკინის თქმით, ეს “რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება”.

“ამ აქციის მიზანია – სცადოს უხეშად, საკმაოდ თავხედურად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, სცადოს კვლავ არ დაუშვას მმართველობისადმი ჯანსაღი, ეროვნულად ორიენტირებული ძალები. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი აირჩევს. გააკეთებს სწორ და ზუსტ არჩევანს”, – განაცხადა ნარიშკინმა.