ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. როგორც The Times of Israel წყაროებზე დაყრდნობით წერს, სამიზნე ჰაშემ საფიედინი იყო, რომელიც „ჰეზბოლას“ მოკლული ლიდერის, ჰასან ნასრალას შემცვლელად მოიაზრება.
ისრაელის თავდაცვის ძალებს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
არსებული ცნობით, გასულ ღამეს ბეირუთში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, საჰაერო თავდასხმის ადგილიდან კი კვამლი ამოდიოდა.
როგორც Hindustan Times ისრაელის სამხედროების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით წერს, მათ შეტევა მიიტანეს ბეირუთში, „ჰეზბოლას“ დაზვერვის შტაბ-ბინაზე, სამხედროები კი ამ დროს საზღვრის სიახლოვეს „ბოევიკებთან“ შეტაკებებს ახორციელებდნენ.