ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო – გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ისრაელის იერიშებს სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაშავდა

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით, ბეირუთში ისრაელის იერიშებს მასშტაბური ნგრევა მოჰყვა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ისრაელის იერიშებს სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაშავდა.

ლიბანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ქვეყნის სამხრეთით ისრაელის საზღვართან ახლოს ორმხრივ იერიშებს 2 ჯარისკაცი ემსხვერპლა. პარალელურად კი, ისრაელი ლიბანის სამხრეთში მდებარე 20-ზე მეტი ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდებს.