რობერტ ფიცო ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენის მომხრეა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ყველა აუცილებელი ზომის მიღებას გეგმავს, რათა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები აღდგეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო

ფიცოს თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ომი სლოვაკეთის დღევანდელი მთავრობის მანდატის დროს დასრულდება. ფიცოს მთავრობის მანდატი 2027 წელს იწურება.

რობერტ ფიცო ამბობს, რომ სლოვაკეთის მთავრობა უკრაინასთან მეგობრულ ურთიერთობებშია დაინტერესებული. სლოვაკეთ-უკრაინის მოლაპარაკებაზე, რომელიც 7 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, ის უკრაინის მნიშვნელოვანი როლის განხილვას გეგმავს, რომლის ტერიტორიის გავლით ენერგორესურსების ტრანსპორტირება ხდება.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის კომენტირებისას, ფიცომ განაცხადა, რომ „ნებისმიერი ომი მოლაპარაკებით სრულდება“.