ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რეალურად მიიჩნევს სცენარს, რომლის ფარგლებშიც უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში გახდეს.
მისი თქმით, ყოველთვის არსებობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეთანხმების მე-5 მუხლის გამოყენების პრობლემის მოგვარების გზები უკრაინის შემთხვევაში, თუ ის ალიანსის წევრი ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად გახდება.
„ყოველთვის ძალიან სახიფათოა შედარება, რადგან არავითარი პარალელები არ არის 100%-ით სწორი, თუმცა აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიები აქვს იაპონიისთვის. თუმცა, ის არ ვრცელდება კურილიის კუნძულებზე, რომელსაც იაპონია საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და რუსეთის მიერაა კონტროლირებადი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
გარდა ამისა, სტოლტენბერგმა, ასევე, ახსენა დასავლეთ გერმანია, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიას დიდი გერმანიის ნაწილად თვლიდა.
„მათ არ ჰქონდათ საელჩო აღმოსავლეთ ბერლინში. მაგრამ ნატო, რა თქმა უნდა, მხოლოდ დასავლეთ გერმანიას იცავდა. როდესაც არის ნება, არის გადაწყვეტილების პოვნის საშუალებებიც. მაგრამ საჭიროა საზღვარი, რომელიც განსაზღვრავს, სად მოქმედებს მე-5 მუხლი, და უკრაინა მთელ ტერიტორიას უნდა აკონტროლებდეს ამ საზღვრამდე“, – დასძინა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.