„კონსტიტუციის დამრღვევი ე.წ. პრეზიდენტი მადამ მავნებელი გახდა, ის არ არის საქართველოს ინტერესების გამომხატველი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბიშვილი გადაყენებას კონსტიტუციის დარღვევისა და უცხოელი პატრონების დავალების შესრულების გამო იმსახურებს.
„ის არ არის საქართველოს წარმომადგენელი, ის არ არის ქართველი ხალხის ნების გამტარებელი. ვაკვირდებით, რომ კონსტიტუციის დამრღვევი ე.წ. პრეზიდენტი მადამ მავნებელი გახდა. შესაბამისად, უცხო ქვეყნის დაკვეთით მართავს თავის კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. მას ეწურება დეკემბრის თვეში საპრეზიდენტო უფლებამოსილება.
ამიტომ, არ მივცემთ საშუალებას, ბიოგრაფიაში ჩაიწეროს, რომ პრეზიდენტად ყოფნის ექვსწლიანი ვადა ამოწურა, ის ისეთი სტატუსით უნდა წავიდეს, რომ საქართველოს მოსახლეობამ და მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტმა გადააყენა. ეს არის ის, რასაც მავნებლობით, კონსტიტუციის დარღვევისა და უცხოელი პატრონების დავალების შესრულების გამო იმსახურებს“, – აცხადებს ზარქუა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.