„უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა შეუძლიათ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკის ოპერაციის დაწყებინდა ორი თვის თავზე განაცხადა.
მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის შემთხვევაში კი, მტერზე კიდევ უფრო დიდ ზეწოლას განახორციელებდნენ.
„საჭიროა, რუსეთში გრძნობდნენ, რომ ომი მათ არაფერს არ მისცემს. კურსკის ოპერაციამ ერთ-ერთი უდიდესი წვლილი შეიტანა გაცვლით ფონდში უკრაინელების ტყვეობიდან გათავისუფლების კუთხით. რუსეთზე კიდევ უფრო დიდ ზეწოლას განვახორციელებთ, რადგან მხოლოდ ძალით არის შესაძლებელი მშვიდობის მოახლოება“, – ამბობს ზელენსკი.
ზელენსკის შეფასებით, კურსკის ოპერაცია ამ ომის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია იმით, რომ რომ ის „მნიშვნელოვნად დაეხმარათ და მომავალშიც დაეხმარება სახელმწიფოს“.