“სამშობლო უნდა გადავარჩინოთ – იმედი მაქვს გავიმარჯვებთ და 1000-ლარიანი პენსია ექნება ყველას“ – გიორგი მარგველაშვილი

“იმე­დი მაქვს გა­ვი­მარ­ჯვებთ და 1000-ლა­რი­ა­ნი პენ­სია ექ­ნე­ბა ყვე­ლას“, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტმა, კო­ა­ლი­ცია “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა წა­ლენ­ჯი­ხა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

Возможно, это изображение 1 человек и текст

რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მო­ქა­ლა­ქე­ებს უთხრა, რომ ქვე­ყა­ნა და­ტო­ვონ და შვი­ლე­ბი “სკა­ი­პით“ ზარ­დონ.

“ფარ­ნა­ვაზ­მა და ქუჯი ერის­თავ­მა ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო შექ­მნეს თან­ხმო­ბით. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბო­და და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი, და­ყო­ფი­ლი, ერ­თმა­ნე­თის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­გე­ში­ლი, მუდ­მი­ვად ერ­თმა­ნე­თის ჩა­ძირ­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა. ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბის ნაც­ვლად და­ვი­წყებ­დით ერ­თმა­ნე­თის მტრო­ბას, ბო­ლოს მი­ვი­დო­დით იმ კა­ტას­ტრო­ფამ­დე, რა­საც ჰქვია ოკუ­პან­ტის­თვის ბო­დი­შის მოხ­და. ეს ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა!

ამის სა­პი­რის­პი­როდ ვხე­დავ, რომ ჩვენ ვერ­თი­ან­დე­ბით, ეს კო­ა­ლი­ცია, სა­დაც გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დით ვიბ­რძვი, ეს ჯგუ­ფი თან­ხმო­ბით შე­იქ­მნა, მიზ­ნე­ბის გა­აზ­რე­ბით, რის გა­მოც სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ემო­ცი­ის ხალ­ხი გა­ვერ­თი­ან­დით, რათა სამ­შობ­ლო უნდა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ. რე­ა­ლუ­რად უნდა მივ­ცეთ ახა­ლი არ­ჩე­ვა­ნი იმ ხალ­ხს, ვი­საც 12 წელი, ყვე­ლა­ფერ­ზე უჩი­ჩი­ნე­ბენ: ‘ხმა არ ამო­ი­ღო“, “ხმა ჩა­იკ­მინ­დე“, “თუ რუ­სის ჩექ­მას არ ალო­კავ ქვეყ­ნის მტე­რი ხარ”.

შე­ვა­და­როთ, რას აკე­თებ­და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და რა გა­ა­კე­თა ბი­ძი­ნამ. ანაკ­ლი­ის პორ­ტის გა­ქაჩ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად ნიშ­ნავს რე­ა­ლურ გა­რან­ტი­ებს, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა­საც. აკე­თებ­დნენ ბად­რი და მა­მუ­კა და ბი­ძი­ნამ გა­ა­ჩე­რა ეს. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გვი­თხრა, წა­დით სა­ქარ­თვე­ლო­და­ნო, იშ­რო­მეთ პო­ლო­ნეთ­ში და ასე შემ­დეგ, შვი­ლე­ბი ზარ­დეთ “სკა­ი­პით“. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ რა გა­ა­კე­თა და პრე­ზი­დენტს პენ­სია მო­უხ­სნა, იმე­დი მაქვს გა­ვი­მარ­ჯვებთ და 1000-ლა­რი­ა­ნი პენ­სია ექ­ნე­ბა ყვე­ლას. ეს არის რას აკე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა – დაშ­ლა, და­ქუც­მა­ცე­ბა, ჩა­ძირ­ვა, გა­ღა­ტა­კე­ბა. მე­ო­რეა რაც ჩვენს კო­ა­ლი­ცი­ა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და – გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ერთი ძა­ლით, ერთ მუშ­ტად ყოფ­ნა. ამას ბო­ლომ­დე გა­ვი­ტანთ!- აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.