ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში დასავლეთის პოზიციაზე ნეგატიურად აისახება, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„ახლო აღმოსავლეთში ისრაელის დასაცავად ფინანსური ინვესტიციები 10-ჯერ უფრო მეტი იქნება, ეს კი რუსეთს უკრაინაში წინსვლას გაუადვილებს. ეს, ალბათ, გაუადვილებს რუსებს წინსვლას“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.
სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას სჯერა უკრაინის კონფლიქტის დასასრულის, თუ დონალდ ტრამპი აშშ-ში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. ის, ასევე, რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით მოგვარებას უჭერს მხარს.