სოლეიმანის მემკვიდრე ისმაილ ყაანი, ბეირუთზე ისრაელის იერიშის შემდეგ კონტაქტზე არავისთან გასულა – Reuters

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალების მეთაური ისმაილ ყაანი, რომელიც მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მემკვიდრეა, 3 ოქტომბერს განხორციელებული იერიშის შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს ორ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

ისმაილ ყაანი

როგორც ერთ-ერთი წყარო ამბობს, ისმაილ ყაანი იერიშის დროს ბეირუთის დაჰიეს უბანში იმყოფებოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების სამიზნე ჰაშიმ საფი ალ-დინი იყო, რომელიც თეირანში ლიკვიდირებული ჰასან ნასრალას მემკვიდრედ განიხილება „ჰეზბოლას“ ლიდერის პოზიციაზე.

არსებული ცნობით, იმ დროს, როცა ისრაელის საჰაერო იერიში განხორციელდა, ყაანი საფი ალ-დინს არ ხვდებოდა. თუმცა, წყაროების მტკიცებით, ყაანი სწორედ ამ იერიშის შემდეგ აღარ გამოსულა თავის გარემოცვასთან კონტაქტზე.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ისმაილ ყაანი ბეირუთზე იერიშის დროს დაიჭრა.