ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე – იმედი მინდა დავიტოვო, რომ ეს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედიის მორიგი ყალბი ამბავია

„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის რიგ მედიებში გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც, მისი თქმით, აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები შეუთავსებლები არიან ევროკავშირის ღირებულებებთან.

ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - იმედი მინდა დავიტოვო, რომ ეს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედიის მორიგი ყალბი ამბავია

მისი განცხადებით, ელჩის ამ სამარცხვინო განცხადებას დაუყოვნებლივ სჭირდება განმარტება.

„ამ აღმაშფოთებელ, სამარცხვინო და შემზარავ განცხადებას დაუყოვნებლივ სჭირდება განმარტება!

იმედი მინდა დავიტოვო, რომ ეს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედიის მორიგი ყალბი ამბავია“, – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

პაველ ჰერჩინსკი — საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური რეკომენდაცია ნაკლებად სავარაუდოა და 27 წევრი სახელმწიფოს პოზიტიური გადაწყვეტილება, გახსნან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა