აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არ შეხვდებოდა უკრაინის კრიზისი მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების გამართვის გამო.
მან გამორიცხა სამშვიდობო პროცესი კიევის მონაწილეობის გარეშე.
კითხვაზე, დათანხმდებოდა ის თუ არა პუტინთან შეხვედრას იმისათვის, რათა უკრაინაში ვითარების მოგვარების გზები მოეძებნა? ჰარისმა უარყოფითად უპასუხა.
„ორმხრივ შეხვედრაზე, უკრაინის გარეშე? არა. უკრაინას უნდა ჰქონდეს ხმის უფლება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰარისმა.
ვიცე-პრეზიდენტმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები ახლა მხარს უჭერს უკრაინის შესაძლებლობას დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან
ამასთან, ჰარისის მტკიცებით, დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, „პუტინი სწორედ ახლა კიევში იჯდებოდა“.
„ის საუბრობს, ოჰ, მას შეუძლია დაასრულოს ომი პირველივე დღეს. იცით ეს რა არის? საუბარია კაპიტულაციაზე“, – აღნიშნა ჰარისმა.