სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელს მოუწოდებს, არ დაარტყას ბეირუთის აეროპორტს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ისრაელს მოუწოდა, არ დაარტყას ბეირუთის აეროპორტს ან მისკენ მიმავალ გზებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი მეთიუ მილერი

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ აეროპორტი იყოს ღია, არამედ აეროპორტისკენ მიმავალი გზებიც, რათა არა მხოლოდ ამერიკელებმა, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებმაც შეძლონ ქვეყნის დატოვება“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.