აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი იქნება.
მათივე ინფორმაციით, პუტინი, მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსაც მიიღებს.
ცნობისთვის, ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ, რომელსაც პუტინი უხელმძღვანელებს. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ბელარუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები.