კრემლში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პუტინმა დონალდ ტრამპს დაურეკა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს დაურეკა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

პესკოვმა თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„არა, ეს არ არის სიმართლე“, – თქვა პესკოვმა.

ინფორმაციისთვის, ამერიკელმა ჟურნალისტმა ბობ ვუდვორდმა თავის წიგნში „ომი“, რომელიც რამდენიმე დღეში გამოვა, აღნიშნა, რომ ტრამპი მინიმუმ ერთხელ მაინც ესაუბრა პუტინს.