“ქართველ ახალგაზრდებს სურთ, იყვნენ ევროპის ნაწილი. სამწუხაროდ, მათი მთავრობა სხვა გზას ირჩევს…” | ევროპარლამენტარი

“ქართველ ახალგაზრდებს სურთ იყვნენ ევროპის ნაწილი. სამწუხაროდ, მათი მთავრობა სხვა გზას ირჩევს”, – თქვა ევროპარლამენტარმა ბრიჯიტ ვან დენ ბერგმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

“ჩვენ მიმდინარე წლის მაისში ვნახეთ ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც ევროკავშირის დროშებით ცეკვავენ და ეს ძალიან ძლიერი სიგნალია ჩვენთვის. ქართველ ახალგაზრდებს სურთ იყვნენ ევროპის ნაწილი. სამწუხაროდ, მათი მთავრობა სხვა გზას ირჩევს. მათ შემოიტანეს განაცხადი გაწევრიანებაზე, მაგრამ ამავე დროს სულ უფრო და უფრო შორდებიან ევროპულ ფასეულობებს. ახლა, როდესაც არჩევნებამდე სამი კვირაა დარჩენილი, მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს მმართველი პარტია საფრთხეში აგდებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქართველო ახალგაზრდების მხარდაჭერა” , – განაცხადა ევროპარლამენტარმა.