გერმანელების უმეტესობას სურს, რომ შოლცმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართოს

გერმანიაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 59% მხარს უჭერს იდეას, რომ კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართოს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ოლაფ შოლცი

გამოკითხვაში მონაწილეთა 26% ამ იდეას ეწინააღმდეგება, ხოლო 15% არ აქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით. შოლცმა პუტინთან სატელეფონო საუბარი 2021 წლის ბოლოს გამართა.

გერმანულმა მედიამ 1 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოლცს პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვა სურს. თუ შოლცსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება, გერმანიის კანცლერი იქნება პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტს აღადგენს.