მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დასახელდა

ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა დაასახელა. პრემიის მფლობელი გახდა ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვისას გადარჩენილთა ორგანიზაცია Nihon Hidankyo.

ნობელის პრემიის კანდიდატები

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ორგანიზაციის წევრებმა ეს ჯილდო მიიღეს ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროსთვის გაწეული ძალისხმევისა და იმის სადემონსტრაციოდ, რომ ბირთვული იარაღი აღარასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული.

ცნობისთვის, პრემიაზე წარდგენილი იყო 286 კანდიდატი. მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტო (UNRWA), იუსტიციის საერთაშორისო სასამართლო და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.