“მზად ვარ რუსეთის არმიაში ჩავეწერო და საჭიროების შემთხვევაში, სიცოცხლეც კი დავთმო პუტინის გამო” – სტივენ სიგალი

რუ­სე­თი­სა და პუ­ტი­ნის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლით ცნო­ბილ­მა ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­მა სტი­ვენ სი­გალ­მა  გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

Возможно, это изображение 2 человека и текст

ამის შე­სა­ხებ სი­გა­ლი სა­უბ­რობს დო­კუ­მენ­ტურ ფილმში – “სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის სა­ხე­ლით“. სი­გა­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­წყე­ბი­დან მე­ო­რე დღეს პუ­ტინს წე­რი­ლი მის­წე­რა, რო­მელ­შიც და­ა­დას­ტუ­რა თა­ვი­სი ერ­თგუ­ლე­ბა რუ­სე­თის ლი­დე­რის მი­მართ. მსა­ხი­ობ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ “სა­კუ­თა­რი პრე­ზი­დენ­ტის” გვერ­დით იბ­რძო­ლოს და მხარს და­უ­ჭი­როს მას ომში.

ფილმში სი­გალ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, მზად არის პუ­ტი­ნის გამო სი­ცო­ცხლეც კი გას­წი­როს. მისი თქმით, ამ დროს ჩანს, ვინ არი­ან რუ­სე­თის ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბი და ვინ – მტრე­ბი.

  • სი­გალ­მა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ თავს რუ­სად მი­იჩ­ნევს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. 2016 წელს მან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო, ხოლო 2018 წელს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ იგი სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლად და­ნიშ­ნა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სა­კი­თხებ­ში მოს­კოვ­სა და ვა­შინგტონს შო­რის. ასე­ვე, პუ­ტინ­მა სი­გალს “მე­გობ­რო­ბის ორ­დე­ნი“ გა­დას­ცა.

სა­კუ­თა­რი დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მის ასე­ვე ამ­ბობს, რომ მზა­დაა იბ­რძო­ლოს რუ­სე­თის მხა­რეს და და­იც­ვას პუ­ტი­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი. სი­გალ­მა თქვა, რომ ის მზად არის ფრონტზე წა­ვი­დეს და პუ­ტი­ნის­თვის, თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლეც კი გა­წი­როს.

სი­გა­ლის თქმით,  უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომი მის­თვის პატ­რი­ო­ტუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. მსა­ხი­ო­ბი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა თა­ვის პრე­ზი­დენ­ტის მხა­რეს და რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­ში იბ­რძო­ლებს, რა­საც დიდ ვალ­დე­ბუ­ლე­ბად აღიქ­ვამს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცოტა ხსნის წინ, სტი­ვენ სი­გა­ლის ვაჟი რუს ქალ­ზე და­ქორ­წინ­და. მისი რჩე­უ­ლი ირი­ნე და­ნი­ლო­ვაა. ახლა წყვი­ლი მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს.

წყარო: ambebi.ge