სპარსეთის ყურის ქვეყნები აშშ-ს მოუწოდებენ, ისრაელს ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვის საშუალება არ მისცეს – Reuters

სპარსეთის ყურის ქვეყნები ოფიციალურ ვაშინგტონს მიმართავენ, შეაჩეროს ისრაელი, რომ ამ უკანაკსნელმა ირანის ნავთობის ობიექტებზე იერიში არ განახორციელოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც გამოცემას ამ ქვეყნების ხელისუფლებებთან დაახლოებული სამი წყარო ეუბნება, სპარსეთის ყურის ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მათი კუთვნილი ნავთობგადასამუშავებელი ობიექტები შესაძლოა ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში.

სტატიის მიხედვით, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი ასევე უარს ამბობენ ისრაელს საჰაერო სივრცე დაუთმონ ირანზე ნებისმიერი ტიპის თავდასხმის განსახორციელებლად.

შეგახსენებთ, ისრაელი ირანს პასუხის გაცემით დაემუქრა საჰაერო იერიშის გამო, რომლის ფარგლებშიც, ირანმა ისრაელს პირველი ოქტომბერს, ერთ ღამეში 180 ბალისტიკური რაკეტა ესროლა.

როგორც Reuters წერს, იმ მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ ისრაელმა შესაძლოა ირანის ნავთობის წარმოების ობიექტებზე მიიტანოს იერიში, ირანმა დიპლომატიურ ზეწოლას მიმართა საიმისოდ, რომ საკუთარი მეზობლები აშშ-ზე თავიანთი გავლენის გამოყენებაში დაერწმუნებინა.