რატომ არის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნება

სამხრეთ კავკასიაში ნატოს გაფართოების საფრთხე მოსკოვს აიძულებს, ყურადღება მიაქციოს სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოებას.  რუსეთისთვის ნომერ პირველ ამოცანას დღეს უკრაინაში წარმოებული სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულება წარმოადგენს, თუმცა მისთვის არანაკლებია სამხერთ კავკასიის საკითხიც, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია სადაც ერთბაშად რამდენიმე სახელმწიფოს ინტერესები იკვეთება.

კავკასია არის განსაკუთრებული სივრცე, სადაც რუსეთის საგარეო პოლიტიკური სტრატეგია ყველაზე მკაფიოდ იჩენს თავს. ისტორიულადაც ასეა, როცა სამხერთ კავკასიაში პოლიტიკური ან სამხედრო კრიზისის ნიშნები იჩენდა თავს, მოსკოვისთვის ეს ნომერ პირველ პრობლემად იქცეოდა და მთელი ყურადღება რეგიონზე გადმოჰქონდა.

კავკასიაში სიტუაციის სირთულე რუსული პოლიტიკისთვის ახალი არ არის. თუმცა, ბოლო წლებში, რეგიონში შეიარაღებული ძალების გამოყენება გახშირდა. ეს შეიძლება აღინიშნოს მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტის მაგალითზე, სადაც რუსეთის პოზიცია დაკავშირებულია რეგიონული მოთამაშეების მრავალ ინტერესთან და ის იძულებულია, აირჩიოს პოლიტიკური დაბალანსების სტრატეგია.

ამ სტრატეგიაში კი სამ კომპონენტს გამოვყოფდი:

პირველი: სომხეთთან სამხედრო ალიანსის შენარჩუნებით, რუსეთი აბალანსებს აზერბაიჯანს.

მეორე: მოსკოვი ავითარებს სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ორივე ქვეყანასთან, რაც ეხმარება მას, თავიდან აიცილოს დიდი რეგიონული ომი.

სანამ მესამე კომპონენტს შევეხებოდე, აღვნიშნავ, რომ მხარეებს შორის არსებული სამხედრო ბალანსი და სომხეთისთვის მიცემული რუსეთის სამხედრო გარანტიები დიდ ომს ნაკლებად სავარაუდოს ხდის, თუმცა მოლაპარაკებების დღის წესრიგის სამხედრო ძალის საშუალებით შეცვლის მცდელობები ჯერ კიდევ საფრთხეს წარმოადგენს.

რუსეთის მცდელობების პარალელურად, თავიდან აიცილოს დიდი ომი, “კოლექტიური დასავლეთი” ცეცხლზე ნავთის დასხმას აგრძელებს, რაც საფრანგეთის მიერ სომხეთის გაცხოველებულ მილიტარიზაციაში ნათლად ჩანს. რა თქმა უნდა, დილეტანტური თვალით შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ ფრანგებს ძალაინ უყვართ ძვირფასი სომხები, თუმცა რეალობის პრაგმატულ ჭირილში დანახვა, რასაც მოითხოვს გლობალური პოლიტიკა, სულ სხვაგვარია და ეს გახლავთ პაშინიანის ხელისუფლების “ზელენსკიზაცია” ანუ სომხეთის უკრაინიზაცია.

იმავე კონტექსტით, თუმცა დაბალანსების პოლიტიკის ელფერით, რუსული იარაღის აზერბაიჯანისთვის მიყიდვა შეიძლება დახასიათდეს, როგორც სამხედრო გამჭვირვალობის გაძლიერების ღონისძიება. მიუხედავად ბოლო წლების სამხედრო ინციდენტებისა და 2016 წლის აპრილში შეიარაღებული შეტაკებებისა, ცხადია, რომ რუსეთის მიერ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური კონტროლისა და ბალანსის სისტემა დღემდე მუშაობს.

აზერბაიჯანის ოპერაცია მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ, დაწყებული 2020 წელს, გრძელდება „წითელი ხაზების“ ფარგლებში და ის ჯერ-ჯერობით არ მოქმედებს სომხეთის ტერიტორიაზე.

აზერბაიჯანი ასევე ცდილობს, ისარგებლოს არსებული სიტუაციით – როგორც მნიშვნელოვანი რეგიონალური მოთამაშე, რომელიც მზად არის, ძალის გამოყენებით დაიცვას თავისი ინტერესები, ის მუდმივად დებს ფსონებს და აიძულებს პარტნიორებს ვაჭრობაზე, “სახელშეკრულებო დაპირისპირებებით” ახალი წესებით. ამ დროს, თურქული ფაქტორი ძალიან ართულებს სიტუაციას.

მოსკოვის ურთიერთობები ანკარასთან რჩება არასტაბილური და დამოკიდებულია უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, მათ შორის რუსეთის ქმედებებზე სირიაში. ეს ფაქტორები ერთად ხდის სიტუაციას არასტაბილურს და ძნელად პროგნოზირებადს, განსაკუთრებით სტატუს კვოს დეფორმაციის დროს.

დაბოლოს, მესამე კომპონენტი რუსეთის სტრატეგიისა: რუსეთი ავითარებს თანამშრომლობას სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რათა გაანეიტრალოს დასავლეთის გავლენა და თავიდან აიცილოს კონფლიქტის გაყინვა ნატოს ძალების, პირველ რიგში, თურქეთის მიერ.

ამით მოსკოვი ცდილობს, თურექთის სამხედრო-სტრატეგიული დაწინაურება არ დაუშვას რეგიონში.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გაჭიანურებული ვითარება „არც ომი, არც მშვიდობა“ აფერხებს აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთობების განვითარებას. თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობას ესმის, რომ ეს კონფლიქტი არც ცალმხრივად, ანკარას ინტერესების გათვალისწინების გარეშე, არ მოგვარდება.

ასე, რომ, რუსეთისთვის დღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნება, ერთადერთი შანსი კი სომხეთთან ერთად რეგიონის ცეცხლის ალში გახვევისა საქართველოა, რომლის შიდა საქმეებში ჩარევით “კოლექტიური დასავლეთი” გეგმა B -ს ამუშავებს. “ალმოდებული კავკასია უკრაინიდან მოსკოვის ყურადღების გადასატანად.”

 

 

ირაკლი ჯანყარაშვილი