ტრამპის ამომრჩევლებთან შეხვედრის ადგილთან შეიარაღებული კაცი დააკავეს

კალიფორნიაში, კოაჩელაში, იმ ტერიტორიის მახლობლად, სადაც დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს ხვდებოდა, შეიარაღებული კაცი დააკავეს.

დონალდ ტრამპი

მედიის ცნობით, დაკავებული 49 წლის ვემ მილერია, ის კალიფორნიაში, ლას-ვეგასში ცხოვრობს.

როგორც „ბიბისი“ წერს დაკავებული კაცი, 5 000-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

„ინციდენტს გავლენა არ ჰქონია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ღონისძიების დამსწრეთა უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

ცნობისთვის, შეიარაღებული კაცი კალიფორნიის შტატის ქალაქ კოაჩელაში, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, ტერიტორიის შესასვლელთან დააკავეს. როგორც მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, კაცს იარაღი და ყალბი საშვი ჰქონდა.