გაერო აცხადებს, რომ არ გაიყვანს სამშვიდობო ძალებს ლიბანიდან

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისი სამშვიდობოები სამხრეთ ლიბანში დარჩებიან თავიანთ პოზიციებზე, მიუხედავად ისრაელის არაერთგზის მოთხოვნისა, რომ  გაიყვანოს მშვიდობისმყოფელები.

სამშვიდობო ძალები

მშვიდობისმყოფელთა ხელმძღვანელმა ჟან-პიერ ლაკრუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს როგორც გაეროს უშიშროების საბჭო, ასევე, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები, რომელთა მოქალაქეები მისიაში მსახურობენ.

მისი განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ცისფერი ჩაფხუტები ადგილზე დარჩნენ და საკუთარი მანდატის ფარგლებში დაეხმარონ მშვიდობიან მოსახლეობას.

გაერო აცხადებს, რომ მისი მისიაა კონფლიქტის მონაწილე მხარეების მხარდაჭერა და არა შეთანხმების აღსრულება.