იონათამიშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე: თუ ჰგონიათ, რომ ისინი აქ ბატონები არიან, ძალიან ცდებიან

მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები დიპლომატიურ სტანდარტში არ ჯდება.

დეპუტატი

მისი თქმით, გარე აქტორებს აქვთ მცდელობა  პირდაპირ ჩაერიონ საარჩევნო პროცესებში.

„ეს არც დიპლომატიურ სტანდარტში ჯდება და არც ერთი ქვეყნის ელჩი არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მსგავსი ტონით ისაუბროს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. თუ ამ ადამიანებს ჰგონიათ, ისინი არიან აქ ბატონები ძალიან ცდებიან. ჩვენ, ამაყი და თავისუფალი ერი ვართ და მსგავს განცხადებებს არასდროს მივიღეთ და შევეგუებით.

ვხედავთ, გარე აქტორებს აქვთ მცდელობა პირდაპირ ჩაერიონ საარჩევნო პროცესებში და ამით გავლენა მოახდინონ საარჩევნო შედეგებზე, მაგრამ რეალურად, ეს ყველაფერი, მათი მცდელობები და ქმედებები, მათთვისვე იქნება კონტრპროდუქტიული.

ერთადერთი შედეგი რაც დადგება, „ქართულ ოცნებას“ დაეხმარებიან, რომ უფრო მტკიცე და მაღალი ლეგიტიმაციით მოვიპოვოთ 26 ოქტომბერს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ჩვენი ქვეყნის, ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, „დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა“ – ამ სტატუსით საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელი სავარაუდოდ, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა. მანამდე თბილისის მერმა გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა და მას  „კუბილიუსი კაბაში“ უწოდა. გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ანა ლიურმანმა ევროკავშირის მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაბრკოლებას უქმნის ევროკავშირისკენ გზას.