ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმა ისრაელის სისასტიკის გამოვლინებაა.
სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაქაიმ განაცხადა, ისრაელის მოკავშირეები პასუხისმგებლები არიან ამ ქვეყნის დაუსჯელობისთვის.
„ჯაბალიას ბანაკში საკვების მისაღებად რიგში მყოფი უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა ისრაელის სისასტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა“, – აღნიშნა ბაქაიმ.