კატარის ემირი, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანი აცხადებს, რომ ისრაელმა მიზანმიმართულად აირჩია თავისი „აგრესიის“ გაფართოება, რათა განახორციელოს წინასწარ დაგეგმილი სქემები დასავლეთ სანაპიროსა და ლიბანში.
„ლიბანის საზღვარზე ესკალაციის შესაჩერებლად ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზა ღაზაში ომის შეჩერებაა. დესტრუქცია არ იმუშავებს მტკიცე პალესტინელ ხალხთან, რომელიც თავის ლეგიტიმურ უფლებებს იცავს“, – განაცხადა კატარის ემირმა დოჰაში კატარის შურას საბჭოს გახსნისას.
ცნობისთვის, კატარი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების თაობაზე შეთანხმების მიღწევის მცდელობებში მთავარი შუამავალია.