აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შიდა მტერი უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩინეთი და რუსეთი.
ტრამპმა ამერიკელებს, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან, „რადიკალი მემარცხენე გიჟები“ და „შიდა მტრები“ უწოდა.
„ჩვენ ორი მტერი გვყავს. ჩვენ გვყავს გარე მტერი და შემდეგ გვყავს მტერი შიგნიდან. ჩემი აზრით, შიდა მტერი უფრო საშიშია, ვიდრე ჩინეთი, რუსეთი და ყველა ეს ქვეყანა. ყველაზე ძნელი საქმეა ამ გიჟებთან გამკლავება, როგორიცაა ადამ შიფი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.