ევროკომისარი – ევროკავშირი შეძლებს ჩაანაცვლოს რუსული გაზი, რომელიც უკრაინის გავლით მიეწოდება – რუსული გაზის გამოყენებას არანაირი გამართლება არ აქვს

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმონსი აცხადებს, რომ რუსეთსა და “ნაფტოგაზს” შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ ევროკავშირი შეძლებს, ჩაანაცვლოს რუსული გაზი, რომელიც მას უკრაინის გავლით მიეწოდება.

ევროკომისარი - ევროკავშირი შეძლებს ჩაანაცვლოს რუსული გაზი, რომელიც უკრაინის გავლით მიეწოდება - რუსული გაზის გამოყენებას არანაირი გამართლება არ აქვს

“მე დავუდასტურე მინისტრებს, რომ მზად ვართ რუსეთსა და “ნაფტოგაზს” შორის ხელშეკრულების დასრულებისთვის, არსებობს 14 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის ჩანაცვლების ვარიანტები”, – განაცხადა სიმონსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, რუსული გაზის გამოყენების გაგრძელებას არანაირი გამართლება არ აქვს.

„ევროკავშირს შეუძლია იცხოვროს რუსული გაზის გარეშე. მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს (რუსეთის ფედერაციის გაზის გამოყენება) არ არის აუცილებლობა, არამედ პოლიტიკური არჩევანი და ამავდროულად საშიში“, – აღნიშნა სიმონსმა.