„თუ ადამიანებთან ვმეგობრობ და კომუნიკაცია შემიძლია, სახელმწიფოებრივად კარგია“ – ტრამპი პუტინთან შესაძლო საუბარზე

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა კრემლის ლიდერ, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო ზარების შესახებ ცნობების დადასტურებასა და უარყოფაზე. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ჩიკაგოს ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპი

მოდერატორმა ტრამპს პუტინთან სავარაუდო სატელეფონო საუბრის შესახებ კითხვა დაუსვა, რის შესახებაც  Washington Post-ის რედაქტორი ბობ ვუდვორდი წერდა წიგნში „ომი.“

„მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ თქვენ ერთ რამეს გეტყვით – თუ ადამიანებთან ვმეგობრობ, მათთან კომუნიკაცია შემიძლია, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს მხოლოდ კარგია“, – აღნიშნა ტრამპმა.

თეთრი სახლის განცხადებით, 2021 წლის შემდეგ პუტინისა და ტრამპის შესაძლო საუბრები შემაშფოთებელია.