ნატოში უკრაინის ელჩმა ნატალია გალიბარენკომ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას სურს მიიწვიონ ნატოში, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრ სახლს დატოვებს.
„ვფიქრობთ, უკრაინის მიწვევა ამ ეტაპზე პოლიტიკური სიგნალია. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ეს შეიძლება გახდეს ამჟამინდელი ამერიკული ადმინისტრაციის მემკვიდრეობის ნაწილი ”, – თქვა გალიბარენკომ.
ელჩის თქმით, კიევის ნატოში მოწვევა მოსკოვისთვის განაჩენი იქნება.
„თუ ჩვენ ვიტყვით, რომ არის მოწვევა, მაშინ რუსეთის ფედერაციისთვის ეს იქნება საბოლოო განაჩენი – „ესე იგი, თქვენ ვეღარ შეძლებთ ფსონების დადებას ამ თემაზე“, – აღნიშნა ელჩმა.
გალიბარენკოს თქმით, კიევი არ ითხოვს დაუყოვნებლივ დაიწყოს წევრობის შესახებ მოლაპარაკებები, მაგრამ ოფიციალური მოწვევა ახლა ძლიერი სიგნალი იქნება.